Thursday, July 29, 2010

პროექტის აღწერა "სურათის გაცოცხლება"


პროექტის სახელწოდება:სურათის გაცოცხლება
პროექტის მოკლე აღწერა:რუსი მხატვრის ფედოტოვის ნახატის "მაიორი ცოლს თხოულობს"გაცოცხლება სპექტაკლის სახით
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ყურადღებით დაათვალიერებენ ფედოტოვის ნამუშევარს "მაიორი ცოლს თხოულობს" და დაწერენ სცენარს ორ ვარიანტად –ქართული და რუსული ვარიანტები. შემდეგ შეარჩევენ მთავარ და მეორე ხარისხოვან როლებს და მათ შემსრულებლებს.:ინტერნეტის დახმარებით მოიძევენ დამატებით მასალებს სურათის შექმნის შესახებ, ავტორის ცხოვრების შესახებ,აგრეთვე სპექტაკლის გასაფორმებლად მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. ამის შემდეგ მოიძევენ რეკვიზიტებს, ზოგიერთს კი თავად შექმნიან.რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ განახორციელებენ სპექტაკლს–გააცოცხლებენსურათს ქართული პერსონაჟებით(ქართული ვარიანტი) და რუსი პერსონაჟებით(რუსული ვარიანტი)
მონაწილეთაTასაკი/კლასები: მე–9 კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :სცენარის დაწერა, როლების შერჩევა–გათამაშება, ვიდეოთი სპექტაკლის ჩვენება ,რეპეტიციების ჩატარება, სპექტაკლის წარმოდგენა მშობლების, მასწავლებლების და სხვა კლასის მოსწავლეების წინაშე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:სპექტაკლის ჩვენება და ვიდეო მასალის გამოქვეყნება youtube-ზე
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი:
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: